Friday, March 9, 2012

არაბული გაზაფხული


არაბული გაზაფხული-მიზეზები და შედეგები
(
დაწერილია 2012 წლის იანვრის დასაწყისში)
          დღევანდელი მსოფლიო მედიისა და საზოგადოების ყურადღება მიპყრობილია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებისადმი. არაბულ ქვეყნებში დაწყებული რევოლუციების გამომწვევი მიზეზები და სავარაუდო შედეგბი, ასევე ირანის კრიზისი ჩვენი ქვეყნისთვისაც აქტუალური საკითხია.
რიგ მკვლევარებსა და საზოგადოებაში გაჩნდა ეჭვი, რომ ზემოთ ხსენებული პროცესები შესაძლოა უკავშირდებოდეს ირანის წინააღმდეგ სავარაუდო სამხედრო მოქმედებების დაწყებას. თუმცა თუ გავაანალიზებთ არსებულ რეალობას, იმ მიზეზებს თუ რა იყო ბიძგი ტუნისში, იემენში, იორდანიაში, ეგვიპტეში, ლიბიაში, სირიაში, ქუვეითში და საუდის არაბეთში მიმდინარე რევოლუციური რყევებისა, იკვეთება შემდეგი სურათი: ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებში (ზოგიერთში რევოლუცია შედგა, ზოგ მათგანში დასაწყისშივე შეჩერდა, ზოგირთში კი დღესაც არ დასრულებულა მიუხედავად იმისა რომ პრეზიდენტი ფორმალურად გადადგა, მაგ. იემენი) პროცესებს ჰქონდა ერთი გამომწვევი მიზეზი, კერძოდ ადგილობრივი მოსახლეობა აღარ ურიგდება მრავალ ათეულწლიან ავტოკრატულ რეჟიმებს, თუმცა ყოველ მათგანსაც ახასიათებდა გარკვეული ინდივიდუალიზმი, აქვე უნდა აღინიშნოს რომ ჩამოთვლილ ქვეყნებში არსებული რეჟიმები გამოირჩეოდნენ დასავლეთისადმი ლოიალური განწყობით ან მეტნაკელბად დაბალანსებული პოლიტიკის წარმოებით.
ტუნისში სათავეში მოვიდა ე.წ. ზომიერი ისლამისტური „ენაჰდას“-აღორძინების პარტია. ეგვიპტის საპარლამენტო არჩევნების პირველ ეტაპში ლიდერობენ ორგანიზაცია „ძმები მუსლიმების“-პოლიტიკური ფრთა პარტია თავისუფლება და სამართალი და სალაფიტური პარტია, ასევე იემენში მოჯაჰედები იბრძვიან ხელისუფლებაში მოსასვლელად და ხმამაღლა გაისმის მოთხოვნები ქვეყნის ჩრდილო და სამხრეთ ნაწილებად გაყოფის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთმა და ა.შ.შ.-ს ადმინისტრაციამ ნდობა გამოუცხადეს ტუნისის ახალ მთავრობას, რეგიონისა და თავად ამ მოძრაობების ისტორიიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე რჩება მთელი რიგი გამოწვევები რისთვისაც მსოფლიო მზად უნდა იყოს და გაითვალისწინოს ამ ქვეყნებთან ურთიერთობების სამომავლო პოლიტიკაში.     
            როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ჩამოთვლილ ქვეყნებში მოსახლეობა აღარ ურიგდება ხელისუფლების მრავალ წლიან ავტოკრატულ მმართველობას. თუმცა ქვეყნების მიხედვით, აღნიშნულ პროცესების გამომწვევ მიზეზებს ახასიათებს გარკვეული სპეციფიკაც, მაგალითად ტუნისში. ეს ქვეყანა არაბულ სამყაროში ითვლებოდა ყველაზე ლიბერალურ ქვეყნად და ღია იყო დასავლური იდეებისა და ღირებულებებისათვის. გარდა ამისა არც მოსახლეობის ცხოვრების დონე იყო დაბალი. ეგვიპტეში კი მიუხედავად იმისა, რომ არ იყო ისეთი სოციალური პრობლემები როგორიც პალესტინაშია, რევოლუციური განწყობის ესკალაცია მოახდინა უმუშევრობის პრობლემამ და მთავრობის მხრიდან მცირე ზომის დასახლებებისადმი უყურადღებობამ. ეს პრობლემა განსაკუთრებულად მტკივნეული ახალგაზრდობისთვის აღმოჩნდა, ამ ქვეყანაში 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდების უმუშევრობა თითქმის 50%-ს აღწევს და სწორედ ისინი შეადგენდნენ რევოლუციური ძალების ძირითად ბირთვს, რის გამოც ეგვიპტის რევოლუციას ეწოდა „ახალგაზრდების რევოლუცია“ (გაზეთი სახე, „პროტესტი კლეპტოკრატი საოჯახო კლანების წინააღმდეგ არის მიმართული“. მაია ჭალაგანიძის ინტერვიუ ილიას უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორთან გიორგი სანიკიძესთან /პარასკევი, 11 მარტი. 2011) .
დღესდღეობით გამარჯვებული რევოლუციის ქვეყნებად შეიძლება ჩაითვალოს ტუნისი და ეგვიპტე (ასევე დაემხო კადაფის რეჟიმი ლიბიაში, თუმცა იქ ჯერჯერობით ნაადრევია რაღაც შედეგებზე საუბარი), მაგრამ ამ ორი ქვეყნიდან პირველში მოვიდა ლეგიტიმური მთავრობა, ხოლო მეორეში ჩატარდა სამ რაუნდიანი საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური რომელშიც ლიდერობენ ისლამისტები. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ტუნისში გაიმარჯვეს ზომიერმა ისლამისტებმა-აღორძინების პარტიამ, რომელსაც ნდობა გამოუცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალან ჟიუპემ და ა.შ.შ.-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა. (http://aljazeera.net/NR/exeres/A673410D-FC3D-40DB-A5DF-45509D1D2CC6.htm?GoogleStatID=24).                                                                           ეგვიპტეში კი ლიდერობენ ორგანიზაცია „ძმები მუსლიმების“ პოლიტიკური ფრთა-პარტია „თავისუფლება და სამართალი“, სალაფიტური პარტია „ნური“ და ეგვიპტური ბლოკი რომელშიც ძირითადად ერთიანდებიან ლიბერალური ძალები. საწყისი მაჩვენებლებით არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, ჯამური ანგარიშით ისლამისტებმა მიიღეს ხმათა 60% აქედან 40%-მდე „ძმებმა მუსლიმებმა“, 20%-ზე ცოტა მეტი სალაფიტებმა, 14%-მდე ეგვიპტურმა ბლოკმა. ანალოგიური აქტივობა შეიმჩნევა მეორე ტურშიც, სადაც ისევ ლიდერობენ „ძმები მუსლიმები“, შემდეგ სალაფიტური პარტია „ნური“ და ეგვიპტური ბლოკი რომელიც აერთიანებს ლიბერალურ და მემარცხენე ორიენტაციის პარტიებს. საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 18 მილიონმა ეგვიპტელმა. (http://aljazeera.net/NR/exeres/30D3BB69-92E5-4DA8-86B5-EE41B49DBA35.htm?GoogleStatID=1, http://www.aljazeera.net/NR/exeres/86AA9C9F-36E7-475C-9D0F-58F79C3A8104.htm?GoogleStatID=1, http://aljazeera.net/NR/exeres/4F7CA3B2-220A-42E2-9FFD-0DB2328107E1.htm?GoogleStatID=9, http://www.aljazeera.net/NR/exeres/C55454B2-AA2F-4282-8423-5B64344AC0B8.htm?GoogleStatID=1).                                                                                              ქვეყანაში ასევე რჩება სამხედრო საბჭო რომელიც პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის რეჟიმის დროიდან საკმაოდ ანგარიშგასაწევ და ერთ-ერთ უმთავრეს ძალას წარმოადგენს. აქვე დავამატებთ იმასაც, რომ ორგანიზაცია „ძმები მუსლიმები“ გასული საუკუნის 20-იან წლებში შექმნილი კონსერვატულ-რადიკალური ისლამისტური. სალაფიტები კი ვაჰაბიტური მოძრაობაა, ვაჰაბზმი თავად ისლამურ სამყაროში მიჩნეულია რადიკალური იდეოლოგიის მატარებელ მიმდინარეობად და ბევრი მუსლიმისთვის მიუღებელია მათი შეხედულებები. თუმცა საუდის არაბეთში ეს მიმდინარეობა სახელმწიფო რელიგიის რანგშია აყვანილი.
არაბულ წყაროებზე დაყრდნობით, მიმდინარე პროცესებზე დაკვირვებითა და თავად პარტიების წარმომადგენელთა განცხადებებით, ასევე ქვეყანაში მოქმედი პოლიტიკური ანალიტიკოსების მოსაზრებებით არსებობს იმის საფრთხე, რომ ახალ საკანონმდებლო ორგანოში არ შეიქმნება კოალიციური მმართველობა. „ძმები მუსლიმების“ წარმომადგენლებმა ხმამაღლა განაცხადეს, რომ არ აპირებენ სალაფიტებთან ალიანსში შესვლას. შექმნილი სიტუაცია ანალიტიკოსებს უჩენს ვარაუდს იმის შესახებ, რომ ასეთ შემთხვევაში სამხედრო საბჭოს მიეცემა მძლავრი მანიპულაციების ჩატარების საშუალება, იმ შემთხვევაშიც კი თუ ახალ პარლამენტში მძალვრი ოპოზიციური ძალის წარმომადგენლები იქნებიან ლიბერალები. სამხედრო საბჭო მხარს უჭერს ქვეყნის საერო მმართველობას და არალოიალურად არის განწყობილი ისლამისტური მოძრაობების მიმართ (http://aljazeera.net/NR/exeres/A1058A54-88C1-4919-8E73-4540F4B42E10.htm?GoogleStatID=9).                                                                                             უკვე იკვეთება სერიოზული დაპირისპირების პირველი ნიშნები სამხედრო საბჭოსა და „ძმებ მუსლიმებს“ შორის. სამხედროები აპირებენ მონაწილეობა მიიღონ ახალი კონსტიტუციის ფორმირებაში.                 სამხედრო საბჭოს წევრმა გენერალ მაიორმა მუხტარ ალ-მულამ განაცხადა, რომ ახალი კონსტიტუცია მოწონებული უნდა იქნეს მთავრობისგან და ასევე სამხედროთა საკონსულტაციო საბჭოს მიერ. წინააღმდეგ შემთხვევაში „ახალი პარლამენტი ვერ იქნება სრულიად ეგვიპტელ ხალხთა წარმომადგენელი“.
პარტია „თავისუფლება და სამართალის“ ოფიციალურ ვებგვერდზე გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ისინი არ მიიღებენ მონაწილეობას საკონსულტაციო საბჭოში და გაიწვიეს თავიანთი ორი წარმომადგენელი: მუჰამედ მორსი, პარტიის გენერალური მდივნის თანაშემწე და უსამა იასინი.
პარტიის ლიდერ მუჰამედ ბელღატის განცხადების თანახმად „ისინი არ დაუშვებენ პარლამენტის მარგინალიზაციას და თავიანთი ძალაუფლების შეზღუდვას რომელიმე პოლიტიკური ორგანოს მიმართ, მათთვის მისაღებია მხოლოდ ხალხის მოთხოვნათა დაკმაყოფილება“.                                                                               გენერალმა მულამ დაამატა, რომ ძმები მუსლიმების გარდა ახალ პარლამენტში უნდა მოხდეს სალაფიტთა გავლენის შემცირება, მან შეკითხვაზე უნდა შემცირდეს თუ არა ახალ პარლამენტში სალაფიტთა გავლენა, რომლებიც ცდილობენ თავს მოახვიონ ეგვიპტელ ხალხს ისლამური წესრიგი, მან უპასუხა: „რა თქმა უნდა ქვეყნის ისლამიზაციას ეგვიპტელი ხალხი ისედაც არ დაუშვებს“. გარდა ამისა არჩევნების მეორე ტურში, კაიროში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მივიდა ა.შ.შ.-ს ელჩი ანე პატერსონი რომელიც დააკვირდა საარჩევნო პროცესს და ამავე დროს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ითანამშრომლებს ნებისმიერ პარტიასთან რომელსაც აირჩევს ეგვიპტელი ხალხი. თუმცა ილსამისტებმა უნდა გაითვალისწინონ ისიც, რომ დემოკრატია არის ინტეგრირებული პროცესი და არ შემოიფარგლება მხოლოდ არჩევნებით. (http://www.aljazeera.net/NR/exeres/459FE96A-D385-4D20-A2B8-0829E15CA3B6.htm?GoogleStatID=1, http://aljazeera.net/NR/exeres/4F7CA3B2-220A-42E2-9FFD-0DB2328107E1.htm?GoogleStatID=9).
            თავის მხრივ სალაფიტებიც აცხადებენ, რომ ისინი დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოებას აპირებენ და მათ ინტერესებში არ შედის „ძმები მუსლიმების“ მიერ წარმოებული პოლიტიკის მიმდევრების როლში აღმოჩნდნენ, თუმცა მზად ყოფნას გამოთქვამენ ახალ პარლამენტში შექმნან კოალიცია მემარცხენეებთან და ლიბერალებთან ერთად. ყოველივე ამასთან ერთად ისინი მოუწოდებენ ეგვიპტის კოპტურ (ქრისტიანულ) მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისაკენ და იძლევიან დაპირებებს იმის შესახებ, რომ მათი სათავეში მოსვლის შემდეგ კოპტებს არ შეექმნებათ პრობლემები ისლამისტთა დომინირების პირობებში (http://www.aljazeera.net/NR/exeres/9036BF71-8DBE-4E86-9C37-BE1E0F765F97.htm?GoogleStatID=9).
            ცნობილია, რომ 80 მილიონიანი ეგვიპტის მოსახლეობის 10%-ს ქრისტიანები შეადგენენ. პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის მმართველობის პერიოდში ურთიერთობები ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის მეტნაკლებად დაბალანსებული იყო. საპროტეტსო აქციების დაწყებისთანავე კი გაიზარდა მსხვერპლი ქრისტიანებს შორის, 2011 წლის იანვარში კოპტური ეკლესიის აფეთქებისას და შემდგომ ამ ფაქტის ნიადაგზე გამოწვეული საპროტესტო აქციების დროს.                                                                      უოლ სთრით ჯორნალის თანახმად მთლიანად ახლო აღმოსავლეთის ქრისტიანთა ლიდერების გარკვეული ნაწილი მიესალმება არაბულ ქვეყნებში დაწყებულ რევოლუციურ პროცესებს და მხარს უჭერენ უმრავლესობის მოთხოვნებს, მაგრამ რჩება ისეთი კატეგორიაც, რომელიც შიშობს, რომ ეს პროცესები გაზრდის რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირებას, ისე როგორც ეს მოხდა ერაყში. ამ ქვეყანაში ბოლო ძალადობრივი აქტი იყო აგვისტოს თვეში კირკუკში ეკლესიის აფეთქება.                        მარონიტული ეკლესიის ლიდერი ლიბანში პატრიარქი ბიშარა ამბობს: „შესაძლოა არაბული გაზაფხული იყოს არაბული ზამთრის პრელუდია რომელიც მოიტანს ძალადობას რელიგიურ ნიადაგზე“.                                                                                       ასევე ზოგიერთი ქრისტიანი რელიგიური ლიდერიც მიიჩნევს, რომ მათი მდგომარეობა გაცილებით უკეთესი იქნებოდა ქვეყანაში  ავტოკრატული და საერო რეჟიმის შემთხვევაში, მაგალითად როგორიცაა სირიაში ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლება. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კონკრეტულად სირიაში, ხსენებული მიზეზებისგან გამომდინარე, არსებული რეჟიმისადმი განსაკუთრებული ლოიალურობით გამოირჩევიან ქრისტიანები. ეს გახდა ერთ–ერთი მიზეზი იმისა, რომ სულ ცოტა ხნის წინ ქვეყნის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა თავდაცვის მინისტრად დანიშნა მართლმადიდებელი ქრისტიანი.  (http://www.aljazeera.net/NR/exeres/52FF2DB9-B92E-4117-A2EF-6A89C798C419.htm?GoogleStatID=9) (http://kavkazcenter.com/russ/content/2011/12/02/87036.shtml).                                                             შექმნილი სიტუაციით შეშფოთებულია ისრაელი, ქვეყნის ზოგიერთი მაღალჩინოსანი რმელთა ვინაობაც წყაროში არ არის დაკონკრეტებული ვარაუდობს, რომ თუ კი ეგვიპტე გადაიქცევა „რელიგიურ სახელმწიფოდ“ სავარაუდოდ იმოქმედებს ისრაელის  წინააღმდეგ და მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის 1979 წელს კემპ-დევიდის მოლაპარაკებაზე ხელმოწერილ ხელშეკრულებებს, რაც არ გამორიცხა პარტია „ნურის“ ხელმძღვანელმა და განაცხადა რომ მოლაპარაკება უნდა გადაიხედოს.
გაზეთი „მაარიფი“ ისრაელის ზოგიერთ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით, რომელთა ვინაობაც არ არის დაკონკრეტებული აცხადებს, რომ არსებობს იმის რისკიც, ხელისუფლების სათავეში მოსულმა ისლამისტებმა შესაძლოა გაამწვავონ თავიანთი პოლიტიკა ისრაელთან მიმართებაში ღაზას სექტორთან დაკავშირებულ საკითხებში როგორც ეს მოხდა 2009 წელს და შესაძლოა გაწყვიტონ დიპლომატიური ურთიერთობები და გაიწვიონ თავიანთი ელჩი თელ-ავივიდან.
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ეჰუდ ბარაქმა განაცხადა, რომ არაბული ქვეყნების ისლამიზაცია შეშფოთების საფუძველს ქმნის, თუმცა ჯერ კიდევ ადრეა იმაზე დასკვნების გაკეთება თუ რა გავლენას მოახდენს ეს პროცესი რეგიონში არსებულ სიტუაციაზე.
თავის მხრივ ფინანსთა მინისტრმა იუვალ შტაინიცმა განაცხადა, მას იმედი აქვს რომ ეგვიპტე იქნება დემოკრატიული სახელმწიფო და არ გამოამჟღავნებს ისლამისტურ ტენდენციებს რაც თავის მხრივ საფრთხეს შეუქმნის მთლიანად რეგიონის სტაბილურობას (http://www.aljazeera.net/NR/exeres/9036BF71-8DBE-4E86-9C37-BE1E0F765F97.htm?GoogleStatID=9, http://www.jpost.com/MiddleEast/Article.aspx?id=247681).                                               ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე არსებობს იმის საფუძველი, რომ სამხედროების როლი შენარჩუნდეს ან გაიზარდოს ეგვიპტეში. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ეს ძალა იყო და დღემდე რჩება ქვეყანაში სეკულარიზმის და სტაბილურობის გარანტად. ისინი აქტიურად უჭერდნენ მხარს პრეზიდენტ მუბარაქის პროდასავლურ კურსს და ისრაელთან დაბალანსებული პოლიტიკის წარმოებას გარდა ამისა მეტნაკლებად უზრუნველყოფდნენ რელიგიური სიტუაციის სტაბილურობას ქვეყანაში. თუმცა აქვე ხაზი უნდა გავუსვათ იმ ფაქტსაც, რომ მოსახლეობის მხარდაჭერა ისლამისტური ძალების მიმართ საკმაოდ დიდია, რაც დაფიქსირდა კიდეც არჩევნების პირველ ეტაპზე, ხოლო სამხედრო საბჭო კი მოიაზრება მუბარაქის პოლიტიკისა და მმართველობის გაგრძელებად რის გამოც უკვე მოხდა სისხლიანი შეტაკებები პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის, მათი მოთხოვნა იყო სამხედრო საბჭოს სრულად გადაეცა მართვის ბერკეტები გადაეცა სამოქალაქო ხელისუფლებისათვის (http://aljazeera.net/NR/exeres/1D6090F6-7C1F-4A5F-8A9B-5CA6EE196B01.htm?GoogleStatID=1).                                                                                 მსგავსი სიტუაცია გასული საუკუნის 90-იან წლებში შეიქმნა ალჟირში სადაც ამ ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების მთავარი არსი გახდა ბრძოლა სამხედროებსა და ისლამისტებს შორის. 1992 წელს არჩევნების შედეგების გაუქმებამ, რომელშიც ისლამისტებმა გაიმარჯვეს სათავე დაუდო მრავალწლიან სამოქალაქო დაპირისპირებას რასაც 150 ათასი ადამიანის დაღუპვა მოჰყვა.                                                 1999 წელს გამოცხადებული ამინისტიის შემდეგ ისლამისტებმა იარარი დაყარეს, მაგრამ შემდგომ პერიდოში ქვეყანა მოიცვა აფეთქბების ძლიერმა ტალღამ, რომელიც ორგანიზებული იყო ისლამისტური დაჯგუფების მიერ. თავიანთ თავს უწოდებდნენ „ალ-კაიდა ისლამური მაღრიბის მიწაზე“.                                                                მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტებს უჭირთ პირდაპირი დადასტურების მოძებნა რამდენად იყო ეს დაჯგუფება დაკავშირებული ოსამა ბენ ლადენთან, თავად მათი აქტივობის ხელწერა-უცხოელებზე თავდასხმები და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შენობის აფეთქება ალჟირში-მიუთითებს იმაზე, რომ ეს დაჯგუფება მჭიდროდ იყო დაკავშირებული ალ კაიდასთან.
თავის დროზე არსებობდა იმის ვარაუდიც რომ მაროკოს, ტუნისსა და ალჟირში მოქმედი ისლამისტთა ადგილობრივი დაჯგუფებები გაერთიანებულიყვნენ ახალი მოძრაობის ერთიანი საფარველის ქვეშ.  (http://news.bbc.co.uk/hi/russian/in_depth/newsid_2584000/2584891.stm).
            ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე დასკვნის სახით შეიძლება ვთქვათ, რომ პროცესები საკმაოდ არაპროგნოზირებადია და რაიმე სახის დასკვნების გამოტანა ჯერჯერობით ნაადრევია. ასევე რჩება სამხედროთა ფაქტორი ეგვიპტეში, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ სამხედრო ისტებლიშმენტი პარლამენტის საბოლოო ფორმირებამდე რჩება ქვეყნის მმართველ ძალად და ასევე აპირებს მომავალი კონსტიტუციის ფორმირებაში სერიოზული წვლილის შეტანას, რასაც უკვე მოჰყვა პროტესტი არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებულთა მხრიდან. ასევე როგორც ცნობილია მოსახლეობის მოთხოვნაა სამხედრო საბჭომ მთლიანად გადასცეს მართვის სადავეები სამოქალაქო სექტორს და არცერთი მხარე დათმობას არ აპირებს. საბოლოო ჯამში კი შეიძლება ითქვას რომ არაბულმა რევოლუციებმა შექმნა სამოქალაქო საზოგადოებებისა და პოლიტიკური დებატების ჩანასახი, დასავლური ტიპის დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებაზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ უდავოა რომ „არაბულმა გაზაფხულმა“ საზოგადოებაში სერიოზული გარდატეხის მოხდენა შეძლო.  

Tuesday, April 12, 2011

ეთნოსეპარატისტული ტერორიზმის საფრთხეები საქართველოში

შესავალი
  თანამედროვე მსოფლიოში ტერორიზმის პრობლემა საერთაშორისო უსაფრთხოებისათვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს. დღეს-დღეისობით აღნიშნულ პრობლემას უდიდესი ყურადღება ეთმობა, რაც გამოწვეულია იმით, რომ თვითონ ტერორი, როგორც ბრძოლის ერთ-ერთი ხერხი ფართოდ გამოიყენება მთელ მსოფლიოში და უდიდეს, მასშტაბებს იღებს. 2001 წლის 11 სექტემბრის წარმოუდგენელი მასშტაბის ტერორისტულმა აქტებმა პრაქტიკულად შეცვალა მსოფლიო ტერორიზმთან დამოკიდებულებაში, ამ სენთან ბრძოლაში იგი გახდა უფრო მეტად აქტიური, აგრესიული და დაუნდობელი. ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი, სახელმწიფო, რომელმაც თავად გადაიტანა ახლო წარსულში რამდენიმე ტერორისტული აქტი: დღეს საკმაოდ დიდი საშიშროების წინაშე  დგას, ხოლო კავკასიის რეგიონი არის მსოფლიოს ერთ-ერთი ურთულესი რეგიონი. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო თანამდეროვე მსოფილო მოვლენების მიღმა ვერ დარჩება ამიტომ ქვეყანას განსაკუთრებული წინდახედულობა აღნიშნული მიმართულებით სათანადო პრევენციული მუშაობა მართებს.
   დღეს-დღეობით უკვე არსებობს პოლიტიკური, სოციალური, ნაციონალური, ტერიტორიულ-სეპარატისტული, მსოფლმხედველობითი, კრიმინალური, დივერსიული, კიბერნეტიკული და .. ტერორიზმის სახეები.                                                                                წინამდებარე სტატიაში ვეცდებით ყურადღება გავამახვილოთ ისეთ მოვლენაზე როგორიც არის ნაციონლური, უფრო ზუსტად ნაციონალურ-სეპარატისტული  ტერორიზმი. მსგავსი ტიპის პრობლემა არაერთ სახელმწიფოს აწუხებს ევროპაში, აზიასა და ახლო აღმოსავლეთში. ჩვენ ვეცდებით რამოდენიმე ქვეყნის მაგალითზე და საქართველოს ახლო წარსულში მომხდარი ფაქტებიდან გამომდინარე გავაანალიზოთ თუ რამდენად ემუქრება ასეთი ტიპის საფრთხე ქვეყანას, რამდენად არის შესაძლებელი ასეთი მუქარის ესკალაცია და თუ როგორ შეიძლება საფრთხის თავიდან აცილება.        

ნაციონალური ტერორიზმი ხორციელდება ეთნიკური ნიშნებით. სეპარატისტულ ტერორიზმს მიმართავენ ნაციონალურ-პოლიტიკურ უმცირესობათა ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ თავიანთ ისტორიულ საცხოვრებელ ტერიტორიაზე სუვერენიტეტის ან ავტონომიის გაფართოების მიღწევას. ასეთი სახის ტერორიზმი ორიენტირებულია ხან მემარცხენე (ბასკური ეტა) ხან მემარჯვენე (კორსიკელი ტერორისტები) იდეოლოგიაზე, იმისდა მიხედვით რა ტრადიციების ემყარება და რა პოლიტიკური მდგომარეობა და სოციალური სიტუაციაა არსებულ მომენტში. მსგავსი ტიპის ორგანიზაციები შედარებით დიდ ხანს ახერხებენ არსებობას (ირლანდიის რესპუბლიკური არმია). მსგავსი ტიპის ორგანიზაციები არსებობს თურქეთშიქურთისტანის მუშათა სოციალიტური პარტია”, უიღურების ტერორისტული ორგანიზაცია ჩინეთში და .. მათი სამიზნეები არიან ბიზნესმენები, ჩინოვნიკები და პოლიციელები. მემარცხენე ორიენტაციის მქონე ტერორისტები უპირატესობას ანიჭებენ მაღალი თანამდებობის პირთა წინააღმდეგ ჩადენილ ტერაქტებს, რასაც რევოლუციური იდეოლოგიით ამართლებენ. მემარჯვენე მიმართულების მქონე ტერორისტები ნაკლებად ანსხვავებენ თავიანთ სამიზნეებს, მათი მსხვერპლი შესაძლოა გახდეს მოწინააღმდეგე ნაციის ნებისმიერი წარმომადგენელი. ნაციონალურ-გამათავისუფლებელი ტერორიზმი ხორციელდება ოკუპირებული ან კოლონიზირებული სახელმწიფოების ხალხთა მხრიდან აგრესორი ქვეყნის წარმომადგენელთა წინააღმდეგ. მათი მიზანია სახელმწიფო სუვერენიტეტის სახელმიწფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვება ან აღდგენა. მსგავსი ტიპის ორგანიზაციები განუხრელად ემხრობიან ნაციონალისტურ საფუძვლებს, რადგან იდეოლოგიური ორიენტაცია, იქნება ეს მემარჯვენე თუ მემარცხენე, ხდება მეორე ხარისხოვანი. ტერორისტთა სამიზნეები ხდებიან მოწინააღმდეგე ნაციის წარმომადგენლები, განურჩევლად მათი პროფესიული და სოციალური სტატუსისა. პირველ რიგში-სამხედრო მოსამსახურეები, უშიშროების სამსახურის ოფიცრები და ჩინოვნიკები.                                                                                                                          ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია ინდოეთის პრემიერ მინისტრის რაჯივ განდის მკვლელობა. 1987 წლამდე ინდოეთის მთავრობა გარკვეულ მხარდაჭერას უცხადებდა ლანკიელ თამილებს, რადგან თვითონ ინდოეთში ცხოვრობს 50 მილიონი თამილი. ეს მხარდაჭერა უპირატესად გამოიხატებოდა იმაში, რომ ინდოეთის არმია და პოლიცია დაბრკოლებას არ უქმნიდა, ვიწრო სრუტის გავლით თამილების ევაკუაციას შრი-ლანკიდან თამილნადეში. ამ გზით ინდოეთის შტატში, ომს გამოქცეული, ასიათასზე მეტი მშვიდობიანი თამილი გადავიდა. ინდუსები მათ ასევე ეხმარებოდნენ ფულით, მედიკამენტებითა და სურსათით. თუმცა 1987 წელს, როდესაც ინდოეთის პრემიერ-მინისტრი გახდა რაჯივ განდი, ლანკიელივეფხვებისლიდერებს განხეთქილება მოუვიდათ თავიანთ ინდოელ მფარველებთან. თეგვ-სა (თამილ ელამის გამათავისუფლებელი ვეფხვები) და ინდოეთის საექსპედიციო კორპუსს შორის, რომელიც გადასმულ იქნა ცეილონის ჩრდილოეთით, გაჩაღდა ნამდვილი ომი. ინდოეთის მთავრობამ დევნა დაუწყო ლანკიელ სეპარატისტებს თამილნადეში: ბევრი მათგანი გადაყვანილი იქნა სპეციალურ ბანაკებში, ზოგიერთები დააპატიმრეს. ამის შემდეგ თამილებმა რაჯივ განდის სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს, ისევე როგორც ერთ დროს დედამისს (ინდირა განდი-ინდოეთის პრემიერ მინისტრი, რომელიც მასზე განხორციელებული ტერორისტული აქტის შედეგად დაიღუპა) გამოუტანეს იგივე განაჩენი სიკხებმა.                                                                                                                                     1991 წელს . განდი ატარებდა აქტიურ წინა საარჩევნო კამპანიას. საკუთარი იმიჯის ძირეულად შეცვლის შემდეგ, მისი რეიტინგი სწრაფად იზრდებოდა. ყოველივე ეს ძალზე აშფოთებდა თამილელ სეპარატისტებს, ისინი სავსებით დასაბუთებულად ვარაუდობდნენ, რომ თუ კი განდი ახალი ვადით გახდებოდა პრემიერი, იგი კვლავ გააგრძელებდა თავის შეურიგებელ დამოკიდებულებას მათ მიმართ. 1991 წლის 21 მაისს რაჯივ განდი და მისი თანამშრომლები ჩავიდნენ პატარა ქალაქ შრიპერუმბუდურში, სადაც ინდოეთის ნაციონალური კონგრესის ლიდერი უნდა გამოსულიყო სიტყვით. რა თქმა უნდა, ამის შესახებ წინასწარ იყო ცნობილი, და ათასობით ადამიანი შეიკრიბა ღია ტრიბუნის წინ არსებულ მოედანზე. ეს კი ძალზე არ მოსწონდა რაჯივის პირად დაცვას, რომელიც ისედაც შემცირებული იყო მას შემდეგ რაც მან დატოვა პრემიერის პოსტი. თავის მხრივ, ტრიბუნის არასათანადოდ დაცვა არ დარჩენილა ტერორისტების ყურადღების მიღმა და ისარგებლეს კიდეც ამ ფაქტით. ტერაქტის შესასრულებლად მომზადებულ იქნენ ორი ახალგაზრდა თამილელი ქალი _ დხანუ და შუხბა, რომელთაც ტანზე ეკეთათ ასაფეთქებელით ნივთიერებით სავსე ქამრები. იგეგმებოდა, რომ რაჯივზე დიდი გირლიანდებისა და ყვავილების გადაცემის მომენტში ისინი ააფეთქებდნენ ბომბებს. ყველაფერი ასეც მოხდა. რამოდენიმე ადამიანი, მათ შორის რაჯივი, ორივე ტერორისტი ქალი და ჟურნალისტი, რომელიც იღებდა სიუჟეტს ტელევიზიისთვის, ადგილზე დაიღუპნენ. თუმცა კამერა გადარჩა. გადაღებული მასალის მიხედვით, შესაძლებელი გახდა კიდევ ორი ტერორისტის ამოცნობა რომლებიც მიეკუთვნებოდნენ თამილ ელამის გამათავისუფლებელი ვეფხვების ორგანიზაციას. ერთი მათგანი პოლიციამ მოკლა დაკავებისას, ხოლო მეორემ, დაპატიმრებისგან თავის არიდების მიზნით მიიღო საწამლავი.     ნაციონალური ტერორიზმის მიმდევრებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უჭირავს პალესტინურ ტერორიზმს. ყველა პალესტინური დაჯგუფება თავის მთავარ მიზნად ისახავს დამოუკიდებელი არაბული სახელმწიფოს შექმნას პალესტინის ტერიტორიაზე. რამდენადაც ამ ტერიტორიზე 1948 წლიდან არსებობს ებრაული სახელმწიფო ისრაელი, პალესტინელ არაბთა ბრძოლა თავიანთი დამოუკიდებლობისათვის ავტომატურად ნიშნავს ისრაელთან ბრძოლას.                                 1964 წელს შეიქმნა პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაცია (პგო) რომლის ხელმძღვანელიც იყო აჰმად შუკეირი. ეს ორგანიზაცია ყალიბდებოდა გეოგრაფიული პრინციპით, ანუ უნდა გაეერთიანებინა კონკრეტული რაიონებიდან განდევნილი არაბები. 1968 წელს გეოგრაფიული ნიშნით შეკავშირებას ჩაენაცვლა სხვადასხვა სამხედრო-პოლიტიკური დაჯგუფებების გაერთიანება. 1969 წლიდან პგო- ხელმძღვანელობდა იასერ არაფატი. ამ ორგანიზაციის მიზანი იყო: ისრაელის სახელმწიფოს ლიკვიდაცია; ყველა ებრაელის განდევნა (ან მოსპობა) პალესტინის ტერიტორიიდან და არაბული საერო დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნა. ამ მიზნების მისაღწევი ძირითადი საშუალებები იყო _ შეიარაღებული ბრძოლა ისრაელის წინააღმდეგ პარტიზანული რეიდებისა და ტერორისტული აქტების გზით. ყველაფერი დაიწყო 1964 წლის 31 დეკემბერს განხორციელებული პირველი დივერსიით: პარტიზანებმა ააფეთქეს ისრაელის წყალსაქაჩი მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე. 1968-73 წლებში პგო- ხელმძღვანელობა დასახული მიზნების განსახორციელებლად ცნობდა მხოლოდ საბრძოლო გზას. 1974 წელს მათ გადაწყვიტეს ტერორისტული მეთოდები ჩაენაცვლებინათ პოლიტიკურით. 1988 წელს ისაერ არაფატმა პგო- სახელით განაცხადა, რომ ისრაელს არსებობის უფლება ეძლეოდა მათი მხრიდან და წყვეტდნენ ტერორისტულ საქმიანობას მის წინააღმდეგ. ამის საფუძველზე 1993 წელს ისრაელმა ცნო პგო, ხოლო 1996 წელს დათანხმდა თავის საზღვრებში პალესტინის ავტონომიის შექმნას.                                   პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციაში _ 1974 და 1988 წლებში _ ორჯერ მოხდა განხეთქილება იმის გამო, რომ იასერ არაფატმა და მისმა მომხრეებმა თავიდან შეამცირეს და შემდეგ კი საერთოდ უარი თქვეს ტერორისტულ მეთოდებზე.           იმ პალესტინურ ორგანიზაციებს შორის, რომლებიც ბოლომდე დარჩნენ ტერორიზმის მიიმდევრები, ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უჭირავს ფათჰ- (პალესტინის ნაციონალური გათავისუფლების ფრონტი). თავის მხრივ ეს ორგანიზაცია წარმოადგენს სხვადასხვა მცირე დაჯგუფებათა კავშირს. ამ დაჯგუფების არსებობის მანძილზე მისი რიგებიდან გამოვიდნენ და გახდნენ პოპულარულები თავიანთი ტერაქტებით შემდეგი ოთხი დაჯგუფება: “შავი სექტემბერი”, ფათჰ- რევოლუციური საბჭო, “შეიარაღებული რაზმი 17”, “სახალხო ბრძოლის ფრონტი”.                                                        1969_88 წლებში ფათჰ-ის სათავეში იდგა აბუ ჯიჰადი (ნამდვილი სახელი _ ხალილ იბრაჰიმ მაჰმუდ ელ-ვაზირი). პირადად იგი იყო პალესტინელთა მიერ ჩადენილი მრავალი ტერაქტის ორგანიზატორი. მის მიერ ორგანიზებული დანაშაულებებიდან ყველაზე უფრო გახმაურებული იყო შემდეგი ოპერაციები: 1974 წლის აპრილში განხორციელებული რეიდი ნაჰარიის დასახლებაში (ოთხი მოკლული ებრაელი, ორი დაჭრილი); თავდასხმა სასტუმროსავოი”-ზე თელ-ავივში 1975 წლის მარტში (10 მოკლული, 12 დაჭრილი); ისრაელის ავტობუსის მძევლად აყვანა იმავე თვეში (33 ადამიანი მოკლული, 87 დაჭრილი); თავდასხმა თელ-ავივის ქალაქგარე კლუბზე 1978 წლის მარტში (38 დაღუპული).                                                                                                              აბუ ჯიჰადი, რომელსაც ჰქონდა ანალიტიკოსის მახვილი გონება და კარგი ორგანიზატორის თვისებები, ძალზე საშიში იყო ისრაელისთვის. ბევრი უწინასწარმეტყველებდა მას პგო- ლიდერის პოსტს. მისი ფანატიზმის გათვალისწინებით, თუკი იგი დაიკავებდა ამ პოსტს, მაშინ ახალი ომი ახლო აღმოსავლეთში გარდაუვალი იქნებოდა, მაგრამ ისრაელის სპეც. დაჯგუფებამივცაჰ ევლოჰიმმა” (ღვთის რისხვა) შეძლო მისი ლიკვიდაცია ტუნისში 1988 წლის აპრილში, “გადეონის ხმლისსახელით ცნობილი სპეც. ოპერაციისას.
Терроризм и Террористы. Исторический Справочник.  к. В.  Жаринов. Минск, Харвест 1999, (страница 23-37).
როგორც სტატიის დასაწყისში ავღნიშნეთ, ნაციონალურ-გამათავისუფლებელი ტერორიზმი ხორციელდება ოკუპირებული ან კოლონიზირებული სახელმწიფოების ხალხთა მხრიდან აგრესორი ქვეყნის წარმომადგენელთა წინააღმდეგ, მაგრამ არსებობენ ისეთი რეგიონები როგორიცაა ბასკეთი - ეს ტერიტორია ისტორიულად შეადგენდა ესპანეთის ნაწილს. თუმცა რამდენიმე ათეული წელია ბასკური ტერორისტული ორგანზაცია ეტა (Eუსცადი ტა ასცატასუნა-ბასკთა ქვეყნა და თავისუფლება) მიმართავს ტერორისტულ აქტებს ესპანეთისგან გამოყოფის და დამოუკიდებლობის მიღწევის მიზნით. ასეთივე სიტუაციაა საქართველოში, ქვეყნის ორი სეპარატისტული რეგიონი არასოდეს ყოფილა ოკუპირებული საქართველოს მიერ, მაგრამ ამ ტერიტორიებზე მცხოვრებმა ეროვნულმა უმცირესობებმა დამოუკიდებლობის მოთხოვნის მიზნით იარაღს მოჰკიდეს ხელი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.
1990-იანი წლებიდან, მას შემდეგ რაც დაიშალა საბჭოთა კავშირი, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე წარმოიქმნა ორი სეპარატისტული რეგიონი ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სახით. საქართველოს საბჭოთა სივრცეში არსებობის პერიოდში ამ ორ რეგიონს ჰქონდა ავტონომიის სტატუსი. საბჭოთა ბლოკის დაშლის შემდეგ, საქართველოს პირველი პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას მიერ სამხრეთ ოსეტის ავტონომიის სტატუსის გაუქმებას მოჰყვა შეიარაღებული კონფლიქტი აჯანყებულებსა და ქვეყნის სამართალდამცავებს შორის. რამდენიმე წლის შემდეგ ანალოგიური სიტუაცია განმეორდა აფხაზეთში, სადაც წესრიგის დასამყარებლად შესულ ეროვნულ გვარდიას და ქართულ მილიციას შეიარაღებული დაპირისპირება გაუწიეს აფხაზმა სეპარატისტებმა. შეიარაღებული კონფლიქტის დასრულების შემდეგ სიტუაცია დიდი ხნით იყო გაყინული და ამ ორი რეგიონის სახით დღემდე ქვეყანაში არსებობს ორი დეფაქტო რესპუბლიკა, რომლებიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ აღიარა რუსეთის ფედერაციამ. თვითგამოცხადებული დეფაქტო რესპულიკების მეთაურებს დაქვემდებარებული ბანდ ფორმირებები სისტემატიურად ატერორებენ მთელი ამ ხნის პერიოდში კონფლიქტის რეგიონში კომპაქტურად ჩასახლებულ მკვიდრ მოსახლეობას, იტაცებენ გამოსასყიდის მიზნით მშვიდობიან მოქალაქეებს, თავს ესხმიან საქართველოს სამშვიდობო ძალებს.                                  მსგავსი შემთხვევები სამწუხაროდ ძალზე ხშირია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერნეტ საიტზე განთავსებული მონაცემების მიხედვით: 2004 წლის 9 ოქტომბერს სეპარატისტებმა ააფეთქეს მდინარე ლიახვის ხეობაში განთავსებული ელექტრო გადამცემი ხაზი და მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზებიქართლი-2”, იმავე 2004 წლის 9 ოქტომბერს აფეთქებულ იქნა კასპის რაიონში (რომელიც რამდენიმე ათეული კილომეტრით არის დაშორებული კონფლიქტის ზონას) რკინიგზის ლიანდაგები, იმავე წლის 17 ნოემბერს ასაფეთქებელი საშუალებით მწყობრიდან იქნა გამოყვანილი ხაშურის რაიონში გამავალი ნავთობ სადენი, 2005 წლის პირველ თებერვალს ქალაქ გორის პოლიციის შენობასთან სეპარატისტებმა ააფეთქეს რამდენიმე ასეული კილოგრამით დატვირთული მსუბუქი ავტომობილი რის შედეგადაც დაზიანდა პოლიციის შენობა, ახლოს მდებარე სკოლა და დაიღუპა სამი ქართველი პოლიციელი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა აფეთქებაში ეჭვმიტანილები გიორგი ვალიევი, გიორგი ზასეევი და ისოებ კოჩიევი. სასამართლომ ისინი დამნაშავეებად ცნო. აღიარებითი ჩვენებით, გრუ-  ვიცე პოლკოვნიკი რომან ბოიკო მათი ინსტრუქტორი იყო. სამინისტროს ვებ გვერდზე განთავსებულია ვიდეო მასალა სადაც ტერორისტმა თავის ინსტრუქტორი ვიცე-პოლკოვნიკი ბოიკო ამოიცნო. ვიცე-პოლკოვნიკი ბოიკო გრუ[1]- დაჯგუფების ხელმძღვანელის ანატოლი სინიცინის დაქვემდებარებაში იყო. იქვე ნაჩვენებია ბოიკოს სამხედრო ბილეთი სადაც სინიცინის ხელმოწერაა. ცხინვალის (ყოფ. სამხრეთ ოსეთის) რეგიონში დივერსიული დანაყოფების შემქმნელი-პოლკოვნიკი ანატოლი სისოევი (იძებნება ქართლისა და გორის რაიონებში განხორციელებული ტერორისტულ-დივერსიული აქტების სერიის გამო) არის ანატოლი სინიცინის ჯგუფის წევრი. 1995 წლის აგვისტოში, სისოევი დაკავებული იყო აზერბაიჯანში, ის რამდენიმე პიროვნებასთან ერთად ბრალდებული იყო აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის წინააღმდეგ შეთქმულების ორგანიზებაში. საიტზე ასევე განთავსებულია 2005 წლის 25 ივლისს გაკეთებული სატელეფონო ჩანაწერები, რის მიხედვითაც ანატოლი სინიცინისა და ვინმე არტურ ბალანის საუბარი ეხება გორის ტერაქტის შემსრულებლების - ვალიევის, კოჩიევისა და ზასეევის დაკავებას, ასევე ტერაქტის ორგანიზატორს-გრუ- პოლკოვნიკ ანატოლი სისოევს, რომელსაც .სინიცინისეხნიადმოიხსენიებს. 2008 წლის 1 აგვისტოს ცხინვალის რეგიონში აფეთქებულ იქნა ქართველ პოლიციელთა ავტომანქანა რის შედეგადაც მძიმედ დაიჭრნენ ის პოლიციელები, რომლებიც სამშვიდობო მისიას ასრულებდნენ ქვეყნის ამ ნაწილში. ამ ფაქტს კი წინ უძღვოდა სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე განხორციელებული ტერორისტული აქტი როდესაც მისი მანქანა აფეთქებულ იქნა კონფლიქტური ზონის შემოვლით გზაზე, თავად ხელმძღვანელი უვნებელი გადარჩა მაგრამ მისი დაცვის წევრები მძიმედ დაშავდნენ. ყოველივე ამასთან ერთად კი პერმანენტულად ხორციელდებოდა თავდასხმები ქრთველ სამშვიდობოთა ბლოკ საგუშაგოებზე. ასეთ ფაქტებს დღემდე აქვს ადგილი, სეპარატისტების მხრიდან გრძელდება დე ფაქტო საზღვრის გადმოლახვა (როგორც ცხინვალის რეგიონიდან ისევე აფხაზეთიდან) და ქართველ პოლიციელებზე თავდასხმები, რაც ხშირად პოლიციელთა დაჭრით ან მკვლელობით სრულდება. 2009 წლის 16 იანვარს დილის ათ საათზე სეპარატისტების მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად დაიღუპა შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის თანამშრომელი. მრავალი წელია მსგავსი ფაქტები ხდება საქართველოს მეორე სეპარატისტული რეგიონიდან, აფხაზეთიდან, სისტემატიურად ხორციელდება თავდასხმები ენგურის ხიდზე და განმუხურთან დისლოცირებულ ქართველ სამართალდამცავებსა და პოლიციის შენობებზე, როგორც ცხინვალის რეგიონიდან ისევე აფხაზეთიდან მრავალი წლის წინ დაწყებული მსგავსი აქციები დღემდე აქტიურად გრძელდება: 2009 წლის იანვარში რამდენიმე შემთხვევაა დაფიქსირებული როდესაც აფხაზმა ტერორისტ-სეპარატისტებმა განახორციელეს თავდასხმები ენგურის ხიდზე და განმუხურთან დისლოცირებულ ქართველ სამართალდამცავებსა და პოლიციის შენობებზე. ასევე სისტემატიური ხასიათი აქვს აფხაზეთის ტეროტორიაზე მოქმედი ფორმირებების მიერ გალის მშვიდობიანი მოსახლეობის დაწიოკებას, ათეულობით შემთხვევაა დაფიქსირებული გამოსასყიდის მიზნით მოსახლეობის გატაცების, ყაჩაღობის და ქართულ სამშვიდობო ძალებზე თავდასხმების. 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე სერიოზული საფრთხეების წინაშე იდგა ზემო აფხაზეთში კოდორის ხეობა (დღეს-დღეობით ეს ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ჯარებისა და აფხაზი სეპარატისტების მიერ). 2007 წლის 17 სექტემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ზემო აფხაზეთის მიმართულებით მშენებარე ახალი გზის გასწვრივ შემჩნეულ იქნა დაახლოებით 10 კაცისაგან შემდგარი შეიარაღებულ პირთა ჯგუფი.

ზემო აფხაზეთთან დამაკავშირებელი ახალი გზის უსაფრთხოებას უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის. ამას გარდა, ამ ტერიტორიაზე გადის საჰარო დერეფნები, რომლებიც ზემო აფხაზეთს დანარჩენ საქართველოსთან აკავშირებს.
            ზემოთ აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე, აგრეთვე იმის გათვალისწინებით, რომ ახალ გზაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების შესამოწმებლად თავად საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უნდა ჩასულიყო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრტერორისტულმა ცენტრმა, სამინისტროს სპეციალურ დანაყოფებთან ერთად, შეიარაღებული ჯგუფის გაუვნებელყოფის გეგმა შეიმუშავა.
19 სექტემბერს 06:35 საათზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცრაზმელთა დაახლოებით 80 კაციანი ჯგუფი მესტიის რაიონის სოფელ იდლიანიდან აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრისკენ დაიძრა. ამავდროულად, სპეცრაზმელთა კიდევ ერთ ნაწილს დაევალა იმ რაიონის ბლოკირება, საითკენაც, სავარაუდოდ, გადაადგილდებოდა შეიარაღებული ჯგუფი.
დაახლოებით 18:30 საათზე სპეცრაზმელები დაბანაკდნენ სოფ. იდლიანიდან 10-12 კილომეტრის დაშორებით, სადაც გაათენეს ღამე.
20 სექტემბერს 07:30 საათზე ჯგუფი დაიძრა ადმინისტრაციული საზღვრის მიმართულებით, მდ. ლარაკვაკვას ხეობის გასწვრივ, სადაც, სავარაუდოდ, უნდა ყოფილიყვნენ უცნობი შეიარაღებული პირები და 9:45 საათზე მიადგა ტყის მასივში მდებარე მინდორს, სადაც სპეცრაზმელთა ჯგუფი ორად გაიყო: პირველმა ჯგუფმა მინდორს მოუარა ჩრდილოეთიდან, ხოლო მეორემსამხრეთიდან.
პირველმა ჯგუფმა ტყის მასივში შეამჩნია 3 შეიარაღებული პირი, რომლებიც ექსცესებისა და გასროლის გარეშე დაატყვევა. დაკავებულთა გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ ადგილზე უნდა ყოფილიყო მათი სადაზვერვო ჯგუფის კიდევ 7 წევრი.
 სპეცრაზმელთა პირველმა ჯგუფმა ტერიტორიის გაწმენდისა და, ამავდროულად, მეორე ჯგუფის გაფრთხილების მიზნით ცეცხლი გახსნა. სროლის ხმაზე სპეცრაზმელთა მეორე ჯგუფი ტერიტორიას სამხრეთიდან მიუახლოვდა. სადაზვერვო ჯგუფი ამ დროს იკავებდა პოზიციებს ჩრდილოეთით, სპეცრაზმელთა პირველი ჯგუფის მიმართულებით და მეორე ჯგუფის უკნიდან მოახლოება ვერ შეამჩნია. ქართველი სპეცრაზმელების მოთხოვნაზე, დაეყარათ იარაღი, სადაზვერვო ჯგუფის წევრებმა დაიწყეს სროლა როგორც ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან, ისე ყუმბარმტყორცნიდან.
სპეცრაზმელთა საპასუხო სროლით ლიკვიდირებულ იქნა სადაზვერვო ჯგუფის ორი წევრი: იგორ მუზავატკინი (რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების ვიცე-პოლკოვნიკი, კოლექტიური სამშვიდობო ძალების ყოფილი წევრი, რომელიც თადარიგში გასვლის შემდგომ ხელშეკრულებით მსახურობდა აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების უშიშროების სამსახურის სასაზღვრო ძალებში) და არტურ ზორინი (რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების მაიორი, აგრეთვე კოლექტიური სამშვიდობო ძალების ყოფილი წევრი). ამას გარდა, დაკავებულ იქნენ დივერსიული ჯგუფის შემდეგი წევრები: ირაკლი ხორავა, როლანდ ჩაგავა, კობა ჩერქეზია, სურენ დილინიანი, ზურაბ მურადიანი, მუხადინ კიჩევი, ჯამბულ ოვანესიანი. აქვე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ მოკლულ იქნენ სადაზვერვო ჯგუფის მხოლოდ ის წევრები, რომლებმაც შეიარაღებული წინააღმდეგობა გაწიეს.
დაკავებულთა ჩვენებებიდან ირკვევა, რომ ისინი მსახურობდნენ აფხაზეთის .. უშიშროების სამსახურის სასაზღვრო ნაწილში და 2007 წლის 14 სექტემბერს მობილიზებულნი იყვნენ . სოხუმში, `მაიაკის~ დასახლებაში მდებარე სამხედრო ნაწილში, საიდანაც მოხდა მათი სამხედრო ავტომანქანით გადაყვანა . ტყვარჩელის მე-5 მაღარომდე. მათ დაევალათ კოდორის ხეობაში არსებული სხვადასხვა ობიექტისა და ახალ გზაზე არსებული ვითარების დაზვერვა, მასზე შემდგომ დივერსიული აქტის მოწყობის მიზნით. აგრეთვე, ზემო აფხაზეთთან დამაკავშირებელი საჰარო დერეფნების გასწვრივ მობილური საზენიტო დანადგარებისათვის ხელსაყრელი პოზიციების შერჩევა. აღსანიშნავია, რომ ნაწილის ხელმძღვანელობამ მათ დავალებაზე გასვლის წინ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები ჩამოართვა. სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფის მეთაურები იყვნენ რუსი ინსტრუქტორები: იგორ მუზავატკინი და არტურ ზორინი. ჯგუფის დანარჩენი წევრები ფიზიკურად კარგად იყვნენ მომზადებულნი. 20 სექტემბრის შეტაკებამდე ჯგუფი ოთხი დღის განმავლობაში ახორციელებდა დაზვერვით საქმიანობას და ყურადღებას ამახვილებდა ზემო აფხაზეთის მიმართულებით მშენებარე ახალ გზაზე.
სეპარატისტთა სადაზვერვო-დივერსიულ ჯგუფს შეიარაღებაში აღმოაჩნდა
 8 ერთეული _ AK-74 კალაშნიკოვის სისტემის ავტომატი, ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნით;
 1 ერთეული კალაშნიკოვის სისტემის ტყვიამფრქვევი;
 5 ერთეული ერთჯერადი რეაქტიური ყუმბარმტყორცნი, .. ''მუხა;''
 15 ერთეული სხვადასხვა ტიპის ხელყუმბარა.
ჩადენილი ქმედებებისათვის, 2007 წლის 22 სექტემბერს ირაკლი ხორავას, როლანდ ჩაგავას, კობა ჩერქეზიას, სურენ დილინიანს, ზურაბ მურადიანს, მუხადინ კიჩევსა და ჯამბულ ოვანესიანსსაქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, წაეყენათ ბრალდება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და ტარების, აგრეთვე უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში მონაწილეობისა და ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ, განზრახ მკვლელობის მცდელობაში.
http://police.ge/index.php?m=225            http://police.ge/uploads/sazogadoebastan_urtiertoba/video_proeqtebi/gaxsnilia/G_05.wmv      
            ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, იკვეთება შემდეგი სურათი: ჩამოთვლილ ტერორისტულ ორგანიზაციებთან ურთიერთობაში სხვადასხვა ეტაპებზე შეიმჩნეოდა გარკვეული სახის წარმატებები. მაგალითად, როგორც უკვე ვახსენეთ, ისრაელის მთავრობა და პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაცია, მოლაპარაკებებისა და გარკვეული კომპრომისების შედეგად პალესტინელთა ამ დაჯგუფებამ თავიდან შეამცირა და ბოლოს კი საერთოდ უარი განაცხადა ტერორისტულ საქმიანობაზე. მართალია ისრაელის მთავრობამ ბოლომდე ვერ მოახერხა მსგავსი წარმატებებისთვის მიეღწია სხვა პალესტინურ დაჯგუფებებთან ანდაც მეზობელ ლიბანთან ურთიერთობაში, მაგრამ პრეცენდენტი მაინც შედგაკიდევ უფრო წარმატებული შედეგები აქვს დიდი ბრიტანეთის მთავრობას ირლანდიის რესპუბლიკურ არმიასთან, ამ ორგანიზაციამაც დიდი ხანია შეაჩერა ტერორისტული ოპერაციები მთავრობისა და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ და ურთიერთობა მშვიდობიანი თანამშრომლობის ფაზაშია გადასული. თუმცა მსგავსი ნიშნით გამორჩეული ტერორიზმი ჯერ კიდევ გრძელდება ჩინეთში (უიღურების) ტერორიზმი, თურქეთში (ქურთი სეპარატისტების), ესპანეთში ბასკების მიერ და .. სიტუაციები, მიზეზები და რეალობა ყველა რეგიონში სხვადასხვაა და თითოეულს თავისებური გადაწყვეტის მეთოდი ესაჭიროება, ვფიქრობ რომ რაიმე სახის უნივერსალური გასაღები ყველა პრობლემის ერთიანად გადასაჭრელად ჯერ-ჯერობით არ ჩანს.                                                                                                                              რაც შეეხება საქართველოს, აქ სიტუაცია უფრო რთული და შეიძლება ითქვას, რომ არაპროგნოზირებადია. ისრაელისა და ბრიტანეთის მაგალითები იმისათვის მოვიყვანეთ, რომ გაგვევლო ანალოგი შესაძლებელია თუ არა მსგავსი პრეცენდენტი შექმნას საქართველომაც. სანამ უშუალოდ ამ საკითხს განვიხილავთ, უნდა აღინიშნოს, რომ სტატიაში ჩამოთვლილ ყველა მსგავს შემთხვევაში ნაციონალურ-სეპარატისტული ტერორიზმი მეტ-ნაკლებად გამოხატავს ადგილობრივი მოსახლეობის ნებას, ხოლო მათი გარედან მხარდაჭერის შემთხვევაშიც კი სიტუაცია რადიკალურად განსხვავებულია საქართველოში არსებული რეალობისგან. ცნობილია, რომ პალესტინელებს თავის დროზე (მართალია არა ოფიციალურად), მაგრამ საკმაო მხარდაჭერას უცხადებდა საბჭოთა კავშირი, იქნებოდა ეს ფინანსები, შეიარაღება, ინსტრუქტორების გაგზავნა თუ სხვა სახის ქმედებები. გარდა ამისა, საქართველოსგან განსხვავებით საბჭოთა კავშირს არ ჰქონ ოკუპირებული ისრაელის ტერიტორიის ნაწილი და რაც მთავარია საომარ მდგომარეობაში არ იმყოფებოდა ისრაელთან. ზემოთ ჩამოთვლილი აქციების გარდა არ შეეძლო რაიმე სახის ზეწოლა მოეხდინა პალესტინელ ხალხსა და მათ ლიდერებზე. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ძნელია ხელაღებით თქმა თუ რა გარე ძალები უჭერენ მხარს ჩინეთში, თურქეთში, ესპანეთში ან თავის დროზე ირლანდიაში მოქმედ ტერორისტებს მხარს, მაგრამ როგორც პალესტინის შემთხვევაში ყოველ მათგანს არჩევანის მეტი თავისუფლება გააჩნდა და გააჩნია, ანუ მათ შეუძლიათ განაგრძონ ტერორისტული აქტივობა ან მიუსხდნენ მოლაპარაკების მაგიდას.                                      საქართველოს ორი სეპარატისტული რეგიონი კი როგორც ცნობილია ოკუპირებული აქვს ქვეყანასთან საომარ მდგომარეობაში მყოფ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალებს, ხოლო ორივე დეფაქტო რესპუბლიკა იმართება მარიონეტული ადგილობრივი ხელისუფლების მიერ. შექმნილი სიტუაციის გაანალიზებიდან გამომდინარე, თამამად შეგვიძლია დავასკვნათ რომ ამ ორ რეგიონში მაცხოვრებელი მოსახლეობა არის ტერორის ქვეშ[2] , მათ არ გააჩნიათ არავითარი თავისუფალი მოქმედების საშუალება და არც საკუთარი ნების დაფიქსირების უფლება. აქედან გამომდინარე, თუ კი სეპარატისტების მხრიდან გაგრძელდა ტერორისტული აქტივობა ძალზე ძნელი იქნება მათთან რაიმე სახის მოლაპარაკება და ურთიერთ კომპრომისების ხარჯზე სიტუაციის დეესკალაცია.                     ვფიქრობთ, რომ შექმნილი სიტუაციიდან გმომდინარე საქართველოში არსებობს სეპარატისტების მხრიდან ტერორისტული აქტივობის საფრთხე, მათი ამგვარი ქმედებები პირველ რიგში შესაძლოა გამოწვეული იყოს სხვადასხვა სახის პროვოკაციების მოწყობის და შემდგომ ქვეყნის ფართო მასშტაბიან შეიარაღებულ კონფლიქტში ჩათრევის, ტურიზმის განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვის ჩაშლის და მოსახლეობის დემორალიზების მიზნით. ყოველივე ეს კი მნიშვნელოვნად შეაფერხებს ქვეყნის განვითარებას, მის ინტეგრაციას სხვადასხვა საერთაშორისო სტრუქტურებში და პროვოკაციებზე წამოგებამ კი შესაძლოა მოახდინოს ქვეყნის იმიჯის დისკრედიტაცია მსოფლიო საზოგადოების თვალში.                                                         რჩება კიდევ ერთი ძალზე მნიშვნელოვანი მიზეზი, კერძოდ სხვა ტერიტორიების შემდგომი ანექსია, გახშირებული ტერაქტებით მოსახლეობაზე და მთავრობაზე ზეწოლა, რათა საქართველომ ადვილად დათმოს ოკუპანტებისა და მათი მხარდამჭერი სეპარატისტებისათვის მიმზიდველი ტერიტორიები.                                    


დასკვნა
            დასკვნის სახით, შეიძლება ითქვას, რომ საკუთრივ ტერორიზმის სახეობათა სიმრავლე განაპირობებს ნაციონალისტური ტიპის ტერორიზმის მრავალფეროვნებასაც. ეს მკაფიოდ იკვეთება სტატიაში განხილული კონკრეტული შემთხვევებიდან. საქართველოს ტერიტორიაზე აღმოცენებული კონფლიქტებიც, რომლებშიც მეტად თვალსაჩინოა ეთნოსეპარატისტული ტერორიზმის ნიშნები, სწორედ ამ მრავალფეროვნების გამოხატულებაა და მიუხედავად სხვა ამგვარი ტიპის მოძრაობებთან იდეური მსგავსებისა, კერძო და განუმეორებელ მოვლენას წარმოადგენს. ამას კი განაპირობებს რუსეთის მხრიდან ეთნოსეპარატისტული ტერორიზმის მხარდაჭერა.


[1] gru-ruseTis federaciis SeiaraRebuli Zalebis gaerTianebuli Stabis mTavari sadazvervo sammarTvelo.

[2] terori _ aris saxelmwifos mxridan warmoebuli represiuli politika, romelic eyrdnoba sakuTari Zalovani uwyebebis Zalas.